ესტონური კომპანიის BDA Consulting-ის (
www.bda.ee) მხარდაჭერით ა/წ 7 ნოემბრიდან 8 თვის ხანგრძლივობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება ერთობლივი პროექტი „TSU School of Entrepreneurship“, რომელიც მიზნად ისახავს ტრენინგ–პროგრამების საშუალებით თსუ სტუდენტების მომზადებას მცირე ბიზნესის განსავითარებლად. პროექტში მონაწილე სტუდენტები უცხოელი ტუტორებისა და დარგობრივი ექსპერტების მენტორობით დაეუფლებიან მცირე ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევებს და მიიღებენ სათანადო სერთიფიკატს. ამასთანავე, წარმატებული ბიზნეს-გეგმის ავტორები 10 დღით გაემგზავრებიან ესტონეთში, ხოლო გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 2500 ლარის ოდენობით.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს სტუდენტებს შეუზღუდავად ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურისა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. პროექტისა აღწერილობისა და იმპლემენტაციის ფაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდს:
www.tsu-entrepreneurship.com.
ა/წ 7 ნოემბერს, 13:00-17:00 საათზე თსუ-ს 1-ლი კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება პროექტ „TSU School of Entrepreneurship“-ის პრეზენტაცია-სემინარი, პროექტის კოორდინატორებისა და საგანგებოდ მოწვეული უცხოელი მომხსენებლების მონაწილეობით. ღონისძიებაზე მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სათანადო სერთიფიკატს.
ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
http://www.tsu-entrepreneurship.com/register-now, ასევე, Facebook-ის გვერდზე:
https://www.facebook.com/events/618469371528471.