2011-03-04
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროექტზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს. პროგრამის ფარგლებში სათარგმნად შეგიძლიათ წარმოადგინოთ მხოლოდ სახელმძღვანელო წიგნები ან/და წიგნები ფართო საზოგადოებრივი ინტერესისთვის. სათარგმნი წიგნები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ მიმართულებებს:
-
საჯარო პოლიტიკა: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა დაკავშირებული გარემოს დაცვასთან, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასა და განათლების მართვასთან.
-
საჯარო მართვა და ადმინისტრირება: ზოგადი საჯარო ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული თემები – სტატისტიკა, კვლევის მეთოდოლოგია, ფონდების მოზიდვა და ა.შ.
-
მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, მას-კომუნიკაცია და მედიასთან დაკავშირებული სხვა თემები.
-
საერთაშორისო ურთიერთობები: საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული სხვა თემები.
-
სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სამართალთან დაკავშირებული დაკავშირებული სხვა თემები.
-
ეკონომიკა: ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული თემები.
პროექტები მიიღება 2011 წლის 31 მარტის 18:00 სთ-მდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ პროექტის განაცხადი (იხ. თანდართული ანკეტა) პროგრამის კოორდინატორებთან: სოფო ბზიშვილი, BzishviliS@state.gov ან ანა ხარიბეგაშვილი KharibegashviliA@state.gov.
Anna Kharibegashvili
PAS Grants Clerk
US embassy, Tbilisi, Georgia
tell: 995 32 27 77 13 fax: 995 32 27 77 15
Cell: 995 98 10 53 50; 995 95 58 12 87
http://georgia.usembassy.gov
« იხ. ყველა სიახლე