განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
აკადემიური პერსონალი:
განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
ადმინისტრაციული პერსონალი:
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
განაცხადების მიღება იწარმოებს
ა/წ 5 ნოემბრამდე ვებგვერდის საშუალებით.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ იაშის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით; სააპლიკაციო ეტაპზე ივსება დოკუმენტის მხოლოდ პირველი გვერდი)
დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - IELTS, TOEFL, FCE (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) ან/და ა/წ 9 ოქტომბერს ჩაბარებული ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
შევსებული დეკლარაცია (დოკუმენტი სავალდებულოა ყველა საფეხურის აპლიკანტისთვის)
დანართი 2
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი/მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
უფასო სწავლა, 800 ევროს ოდენობის სტიპენდია ყოველთვიურად, საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
140 ევრო დღიურად, საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი; 5 დღე
დამატებითი ინფორმაცია:
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
-„
უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!