2013-10-15

თსუ-ის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების საყურადგებოდ!

ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია) აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის 2014 წლისთვის ბოლონიის უნივერსიტეტში მოკლევადიანი  სტიპენდიების მოსაპოვებლად.
განაცხადის გაკეთების მსურველი კანდიდატები უნდა დაუკავშირდნენ შესაბამისი ფაკულტეტის/მიმართულების პროფესორებს ბოლონიის უნივერსიტეტში და მიიღონ მათგან მოწვევის წერილი, რომლის საფუძველზეც მომწვევი პროფესორი გააკეთებს განაცხადს ბოლონიის უნივერსიტეტში და მოითხოვს შესაბამისი ქართველი პროფესორის/მკვლევარის მობილობას იტალიაში. კანდიდატების საბოლოო შერჩევა მოხდება ბოლონიის უნივერსიტეტის მიერ კონკურსის საფუძველზე.
აღნიშნული მობილობების ფარგლებში ბოლონიის უნივერსიტეტი ქართველი სტიპენდიანტებისთვის აანაზღაურებს დაბინავების ხარჯებს.
სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 13 დეკემბერი.

დანართი 1
Print

« იხ. ყველა სიახლე