2016-04-20

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიები ლიმერიკის უნივერსიტეტში!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლიმერიკის უნივერსიტეტში  (ირლანდია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე და დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს.

შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები:   
ეკონომიკა, ბიზნესი, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, სოციოლოგია, ელექტრული ინჟინერია, ინგლისური ენა, ევროპული კვლევები, ჟურნალისტიკა, იურიდიული, მათემატიკა, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, საჯარო ადმინისტრირება

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა  ა/წ 10 მაისის 14:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით - მინიმალური 3.2)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL – 90/575, IELTS – 6.5)
შევსებული სასწავლო გეგმა (დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ დოქტორანტურის სტუდენტებმა): დანართი 1
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ ბაკალავრიატის სტუდენტებმა;შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი:http://outside.ul.ie/BookofModules/ , კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით): დანართი 2
წინასწარი მიღების წერილი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის; მასპინძელ უნივერსიტეტთან კონტაქტისთვის გამოიყენეთ დანართი 1 -ის შევსებული ფორმა)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
3.5 თვე (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 820 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
Print

« იხ. ყველა სიახლე