ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-19

კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

ცხადდება კონკურსი თურქეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 2018-2019 სასწავლო წლისთვის თსუ სოციალური და პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
•სააპლიკაციო ფორმა (იხ. შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
•უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ინგლისური ენა B2;  თურქული ენა C1) 
•ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სემესტრის მითითებით)
•ნიშნების ფურცელი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:
•სააპლიკაციო ფორმა (იხ.შესაბამისი უნივერსიტეტის გრაფაში)
•CV (ევროპულ ფორმატში)

უნივერსიტეტების ჩამონათვალი:

•ჰითითის უნივერსიტეტი
http://www.mevlana.hitit.edu.tr/
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა  
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა  

•რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტი  
http://mevlana.idari.erdogan.edu.tr
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა 
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა  

•დიჯლეს უნივერსიტეტი
https://www.dicle.edu.tr/ataturk-saglik-yuksekokulu-mevlana-programi
1.სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა  
2.აკადემიური პერსონალის სააპლიკაციო ფორმა  

მნიშვნელოვანი ინფორმაცია
დაინტერესებულმა პირებმა   ა/წ 5 მარტის 12:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:mevlana@tsu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი (ქართული და ლათინური შრიფტით, როგორც გაქვთ პასპორტში) და სწავლის საფეხური (PhD)
მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1.ფაკულტეტი
2.სემესტრი
3.აკადემიური შეფასების საშუალო ქულა (GPA)
4.საკონტაქტო ელ.ფოსტა
5.საკონტაქტო მობილურის ნომერი
6.პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი

შენიშვნა: 

სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” (დანართი 2 ) ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: mevlana@tsu.ge

დაწვერილებითი ინფორმაცია მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე .
Print

« იხ. ყველა სიახლე