ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის სტიპენდიები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის |
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის პოსტ-საბჭოთა და სამხრეთ კავკასიის მიმართულებით ჰელსინკის ალექსანტერის ინსტიტუტში (http://www.helsinki.fi/university/index.html) ორკვირიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: |
-
ელექტრონულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (https://elomake.helsinki.fi/lomakkeet/37552/lomake.html)
-
CV (ინგლისურ ენაზე, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების მითითებით)
-
დეკანის რეკომენდაცია
-
ცნობა თსუ-ში საქმიანობის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
-
მიმღებ უნივერსიტეტში სამუშაო გეგმის მოკლე აღწერა
მობილობის ხანგრძლოვობა: 2 კვირა
მობილობის სავარაუდო პერიოდი: 2013 წლის სექტემბერი-ნოემბერი
სტიპენდია მოიცავს: დაბინავების, საერთაშორისო მგზავრობისა და ყოველდღიური ხარჯების
დაფინანსებას
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 25 აპრილის 16 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ მაია მენთეშაშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 225 02 12).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება! |
პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თანდართული დოკუმენტი