2018-03-05
კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში!
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია).განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 30 მარტამდე ვებგვერდის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრების სტუდენტებს.
მიმართულებები (ინგლისურენოვანი, პორტუგალიურენოვანი):
სტუდენტები : სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ფოტო
პირადობის მოწმობის ასლი
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (Cambridge, IELTS, TOEFL - მინიმუმ B2 დონე) ან თსუ-ს მიერ 2017/2018 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა - 2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (Support Letter; ინგლისურ ენაზე, პროფესორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1 .
« იხ. ყველა სიახლე