2017-02-15
თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს III, IV, V სემესტრის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის I სემესტრის სტუდენტებისათვის 2017/2018 სასწავლო წლის (შემოდგომის სემესტრი) ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.ut.ee );
ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.lu.lv ) ;
ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.vu.lt );
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.vdu.lt/en );
პრაღის კარლოვის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.cuni.cz/UKENG-1.html );
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტები (http://www.muni.cz ) ;
ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები
www.uni.lodz.pl/
სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.iro.uw.edu.pl )
ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები
www.uni.lodz.pl/
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
კონკურსზე დაიშვებიან სტუდენტები რომლებმაც 2016 წლის 12 ოქტომბერს და 2017 წლის 9 თებერვალს დაწერეს თსუ ინსტიტუციური ტესტი ინგლისურ ენაში და მიიღეს 81-ი ქულა და ზემოთ.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიიღება იწარმოებს ელექტრონულად
2016 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 28 თებერვლის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: exchange@tsu.ge
- მეილის სათაურში მიუთითეთ: ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები.
- მეილის ტექსტში ჩაწერეთ მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით:
1.გვარი და სახელი: (ქართულად და ინგლისურად როგორც გაქვთ პასპორტში)
2.ფაკულტეტი:
3.სემესტრი:
4.მიუთითეთ პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი:
5.მიუთითეთ აკადემიური შეფასების საშუალო ქულა(GPA):
6.ელ.ფოსტა:
7.მობ/ტელ:
ატვირთეთ და გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები (PDF ფორმატში):
1.პასპორტის ასლი (სურათიანი გვერდი);
2.CV ინგლისურ ენაზე (euro pass –ფორმატში);
3.ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით (ქართულ ენაზე);
4.მოტივაციის წერილი ხელმოწერილი სტუდენტის მიერ (ინგლისურ ენაზე);
5.რეკომენდაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, რეკომენდატორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
6.ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტიდან (ქართულ ენაზე);
7.ბაკალავრის დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლი (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის).
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორს ლელა კაცაძეს ელ-ფოსტის მისამართზე: lela.katsadze@tsu.ge
შენიშვნა:
•კონკურსის მეორე ეტაპის (ზეპირი გასაუბრება) ჩატარების სავარაუდო პერიოდია 2017 წლის მარტის თვე. ზუსტ თარიღს და დროს გაცნობებთ დამატებით.
•უნივერსიტეტების ჩამონათვალში შესაძლოა შევიდეს ცვლილება, გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩამონათვალი.
•სტიპენდია მოიცავს ერთ სემესტრიან მობილობას.
•გთხოვთ გაითვალისწინოთ: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილრე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ განიხილება!
« იხ. ყველა სიახლე