2012-09-10
სოფიას უნივერსიტეტის ორგანიზებით 2013 წლის 23-26 მაისს დაგეგმილია მესამე საერთაშორისო კონგრესი ბულგარეთმცოდნეობაში.
კონგრესი გაიმართება ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟითა და UNESCO-ს მხარდაჭერით. სამუშაო ენებია: ბულგარული, ინგლისური და რუსული.
მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 1 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ პროგრამასთან (იხილეთ დანართი 1) შესატყვისი მოხსენება (მაქსიმუმ 1800 სიტყვა) და შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი 2) ორგანიზატორი უნივერსიტეტის მოცემულ ელ-ფოსტაზე: bulgarianstudies.congress2013@gmail.com.
განაცხადები განხილულ იქნება საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. დადებითი პასუხის შემთხვევაში (რომელიც მოგეწოდებათ არაუგვიანეს 2012 წლის 24 დეკემბრისა) სარეგისტრაციო გადასახადი 100 ევრო უნდა გადაირიცხოს 2013 წლის 14 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე:
IBAN: BG52BNBG96613100174301
BIC: BNBGBGSF
მიმღები მხარე ანაზღაურებს დაბინავებისა და კვების ხარჯებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ასოცირებულ პროფესორ თოდორ პოპნედელევს შემდეგ საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: popnedelevt@gmail.com ან ანი ისტატკოვას: aniistatkova@gmail.com.
დანართი 1
დანართი 2
ინფორმაცია გაავრცელა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა
« იხ. ყველა სიახლე