2010-07-09
მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები
მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო სტიპენდიები ”წმინდა პავლე მოციქულის საინფორმაციო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში” სასწავლებლად ოჰრიდში, მაკედონიაში. სტიპენდიები განკუთვნილია საუკეთესო სტუდენტებისათვის
ალბანეთიდან, სასომხეთიდან, კამერუნიდან, საქართველოდან, განადან, მოლდოვეთიდან, მაროკოდან, ტანზანიიდან და უკრაინიდან, რომელთაც სურთ სწავლის გაგრძელება შემდეგ პროგრამებზე:
1. საკომუნიკაციო ქსელები და უსაფრთხოება;
2. კომპიუტერული მეცნიერება, საინჟინრო საქმე;
3. საინფორმაციო სისტემები, ვიზუალიზაცია, მულტიმედია და ანიმაცია;
4. ინფორმაციული თეორია და ანალიზი;
5. ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა.
თითოეული ქვეყნის წარმომადგენელზე გაიცემა ერთი სრული სტიპენდია.
სტიპენდია ფარავს სასწავლო გადასახადს, ვიზისა და საცხოვრებელი უფლების მოპოვებისათვის გადასახადს (შესაძლოა მოთხოვნილი იქნას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და იმუნიზაციის შესახებ ცნობა), ცხოვრებისა და კვების ხარჯებს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ”ნიკოლა კარევში” ოჰრიდში, მაკედონია. დამატებით ყოველთვიურად გაიცემა სტიპენდია დაახლოებით 82 ევროს ოდენობით
სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერზდე: www.mon.gov.mk.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ, სნეზანა ლუზევსკას: +389 75 317 075; snezana.luzevska@mon.gov.uk.

- სტიპენდია გაიცემა პირველ საფეხურზე სასწავლებლად ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამებზე;
- დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, პროგრამების აღწერა და კურსების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.ulst.edu.mk.;
- სწავლების ენაა ინგლისური, კურსებს ახორციელებენ საუკეთესო უცხოელი ლექტორები;
- იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტებს არ აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში, ინგლისური ენის ცოდნა შემოწმდება უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიერ;
- აპლიკანტებს შეარჩევს მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი 5 წევრისაგან შემდგარი კომისია;
- წარმატებული კანდიდატები გააფორმებენ ხელშეკრულებას მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. სტიპენდია გაიცემა პირველი აკადემიური წლისათვის და მოხდება გაცემა ყოველი მომდევნო წლისათვის სტუდენტის დამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრების შესაბამისად სწავლის სრული პროგრამის დასრულებამდე;
- სასურველია სტუდენტები დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში სწავლის დასრულების შემდეგ;
სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერზდე: www.mon.gov.mk.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა საპასპორტო ფოტოსურათთან ერთად;
- პედაგოგის სარეკომენდაციო წერილი;
- ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატისა (ინგლისურ ენაზე თარგმნილი);
- ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ნიშნების ფურცლისა, სწავლების ყოველ წელზე მიღებული შეფასებების მითითებით;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნა შეფასდება უნივერსიტეტის წარმომადგენლის მიერ);
- პასპორტის ასლი.
სააპლიკაციო ფორმების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ, სნეზანა ლუზევსკას: +389 75 317 075; snezana.luzevska@mon.gov.uk.
აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აგვისტო.
« იხ. ყველა სიახლე