ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი)
http://www.univ-catholille.fr/index-UK.asp
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, ურბანისტიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 18 ოქტომბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით, მინიმალური GPA – 2.75)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
- ბაკალავრის დიპლომი
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით. მინიმალური GPA – 2.75)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!