2016-04-20
დამატებით კონკურსი თსუ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს თსუ დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლადსადოქტორო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
იუსტუს-ლიბიგის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი):
პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ბიოლოგია, გარემოს დაცვა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია
http://www.uni-giessen.de/cms/welcome
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი):
იურიდიული, სოციოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
https://www.udc.es/index.html?language=en
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა
საკონტაქტო პირი:axel.gosseries@uclouvain.be
http://www.uclouvain.be/index.html
ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი):
პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები
https://international.uni.wroc.pl/en
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (2015 წლის 15 ოქტომბერი და 17 ნოემბერი, 2016 წლის 2 მარტი - თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ან/და ენის საერთაშორისო სერთიფიკატი)
მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი
პასპორტის ასლი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული დასტური)
სტიპენდიების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით:
გერმანია, ესპანეთი, ბელგია: 800 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
პოლონეთი: 750 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 3 მაისის 12 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (PhD) და სასურველი ევროპული უნივერსიტეტები პრიორიტეტების მიხედვით)
შენიშვნა:
დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი!
« იხ. ყველა სიახლე