2012-09-09

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯში 4 თვიანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

(ნორვეგია) 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2013 წლის იანვარი-მაისი) 4 თვიანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად

შემოთავაზებულია ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები: „მრავალკულტურული იდენტობა მსოფლიოში“ (30 ECTS) და „ფილოსოფია საბავშვო ბაღსა და სკოლაში“ (30 ECTS) (http://www.hioa.no/eng/Programmes/Courses-taught-in-English2).
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • CV (ინგლისურ ენაზე)
  • ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, 5 ეგზემპლარად)
  • რეკომენდაციის წერილი შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისგან (ინგლისურ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
  • 2 ფოტო (3/4)
ოსლოს საუნივერსიტეტო კოლეჯი გამარჯვებულ სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან და უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიითა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებით.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2012 წლის 26 სექტემბერი
კონტაქტი: ანი ჭელიშვილი, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ელ-ფოსტა: ani.chelishvili@tsu.ge
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 121


ინფორმაცია გაავრცელა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა
Print

« იხ. ყველა სიახლე