2011-03-30
პოტსდამის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა „სანს სუსი“ (გერმანია) 2011 წლის 3
აგვისტოდან 25 აგვისტომდე გთავაზობთ გერმანული ენის კურსს B1 დონიდან. კურსის
დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ კრედიტებსა და ენის ცოდნის
დამადასტურებელ შესაბამის სერთიფიკატებს.
კურსის თემატიკა შედგება გერმანულის, როგორც უცხო ენის, გერმანიის ისტორიისა
და ქვეყანათმცოდნეობის ძირითადი საკითხებისგან.
კურსის ღირებულებისა და საკონტაქტო მისამართის შესახებ დაწვრილებითი
ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი.
« იხ. ყველა სიახლე