2016-04-19
კონკურსი თსუ ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში!
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტში (ბულგარეთი)კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 25 აპრილის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: christina.armutlieva@vumk.eu
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
შესარჩევი პროცესი:
სკაიპით ინტერვიუ მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან
ტრენინგები (ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ორივე ტრენინგს):
ადამიანური რესურსების მართვა
კურიკულუმის ინტერნაციონალიზაცია და ხარისხის უზრუნველყოფა ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების მაგალითზე
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
1 კვირა (19-25 ივნისი, 2016)
სტიპენდია მოიცავს:
დღიურ სტიპენდიას (ჯამში 980 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურებას (ლიმიტი 275 ევრო)
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
« იხ. ყველა სიახლე