თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია)
.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის/ენების ცენტრის წარმომადგენლებს.
შემოთავაზებული მიმართულებები:
ბაკალავრიატი:
ინგლისურენოვანი:
ამერიკანისტიკა, პოლიტიკის მეცნიერება
გერმანულენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, ისტორია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მათემატიკა, ეკოლოგია, ქიმია, გეოგრაფია
მაგისტრატურა:
ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიოლოგია (ბოტანიკა), ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, იურიდიული, ეკოლოგია, მათემატიკა
გერმანულენოვანი:
გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, იურიდიული, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია
დოქტორანტურა:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია
აკადემიური პერსონალი:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, არქეოლოგია, ბიოლოგია, გერმანული ენა და ლიტერატურა
ენების ცენტრის მასწავლებლები:
ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, სკანდინავიური ენები
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა
ა/წ 9 მაისის 16 საათამდე
უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
წინასწარი მიღების წერილი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის; მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
სტუდენტებმა, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული თსუ ინსტიტუციური ტესტი 2015/2016 სასწავლო წელს უნდა წარმოადგინონ ინგლისური/გერმანული ენის საერთაშორისო სერთიფიკატი
აკადემიური პერსონალი/ენების ცენტრის მასწავლებლები:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე) დანართი 2
წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
ბაკალავრები/მაგისტრები: ერთი სემესტრი (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)
დოქტორანტები: 3-6 თვე (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)
აკადემიური პერსონალი/ენების ცენტრის მასწავლებლები: 14-30 დღე
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
პერსონალი/ენების ცენტრის მასწავლებლები: დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
საინფორმაციო შეხვედრა იენის უნივერსიტეტის სტიპენდიების შესახებ გაიმართება
ა/წ 15 აპრილს 15 საათზე თსუ პირველი კორპუსის 101-ე აუდიტორიაში
.