ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კადისის უნივერსიტეტში (კადისი, ესპანეთი http://www.uca.es) ერთი წლით სწავლის უფლების მოსაპოვებლად (2010/2011 სასწავლო წელი). მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამაგისტრო პროგრამა:
International Relations and Immigration Policies
სამაგისტრო პროგრამა ორენოვანია! კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური და ესპანური ენების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
-
ბიოგრაფია/CV (ქართულ და ესპანურ ენებზე)
-
აკადემიური მოსწრების ფურცელი
-
მოტივაციის წერილი (ესპანურ და ინგლისურ ენებზე)
-
სასურველია ინგლისური და/ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
-
პასპორტის ასლი
კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. სტუდენტის ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
2010 წლის 2 ნოემბრის 12 საათი
დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში;
მისამართი:
თსუ მეორე კორპუსი,
მეორე სართული,
ოთახი 237; ტელ: 25 02 12