2017-03-01
ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში
(რუმინეთი).
მიმართულებები
: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ
27 მარტამდე
შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:https://erasmusplus.uaic.ro/
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი/მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სტიპენდია მოიცავს:
140 ევრო დღიურად + საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 275 ევრო)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი; 5 დღე (8 საათიანი სალექციო დატვირთვა)
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე