2019-01-22

ბრემენის უნივერსიტეტის პერსონალის კვირეული!

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის STEM-ის მიმართულებით დასაქმებული პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ  2019 წლის 6-10 მაისს  ორგანიზებულ პერსონალის კვირეულზე დასასწრებად „Women in Higher Education and STEM Fields“

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; თსუ-ს შესაბამისი სამსახურის უფროსის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული):  დანართი 1  

დაინტერესებული პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გადმოგზავნონ  ა/წ 31 იანვრის 12 საათამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:outgoingmobility@tsu.ge !

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია დაბინავებისა და კვების ხარჯების დასაფარად, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები.

დამატებითი ინფორმაცია:
ბრემენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კვირეულზე დასწრება მხოლოდ ქალბატონებისთვისაა შესაძლებელი; 
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge ;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით;
გასაუბრების პერიოდში (სავარაუდო თარიღი: 5 თებერვალი), საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ  ა/წ 30 იანვრის 11 საათამდე  outgoingmobility@tsu.ge -ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები. 

Print

« იხ. ყველა სიახლე