ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-29

მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიები

თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს
თსუ-ს ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 სემესტრის, მაგისტრატურის 1-ლი სემესტრისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 18 თებერვლისა უნდა გაიარონ რეგისტრაცია თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში და დაწერონ ინსტიტუციონალური უცხო ენის ტესტი (ინგლისური B2 ან თურქული B1).
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად იქონიეთ თან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს.
განმეორებით ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება არ უწევთ სტუდენტებს, რომლებმაც 2013 წლის ნოემბერში უკვე გაიარეს B2 დონის ტესტირება ერასმუს მუნდუსისა და ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამებისთვის.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://www.tsu.edu.ge/ge/government/administration/departments/foreign_relations/int_relations/mevlana/

სტიპენდიების რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი 1

რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ ნათია კალანდაძეს
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი 121
e-mail: mevlana@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე