2011-04-07

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „რესურსების გეოპოლიტიკა“

საზაფხულო სკოლა იწვევს პოლიტიკურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის და მომიჯნავე მიმართულების ფაკულტეტის სტუდენტებს 2011 წლის 10–24 ივლისს, მაგდებურგის ოტო–ვონ–გერიკის უნივერსიტეტისა და ბიშკეკის აკადემიის (ბიშკეკი, ყირგიზეთი) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის (DAAD)  ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის მიერ. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები და სემინარები.

სასაუბრო ენა: ინგლისური

მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს ფარავს აღნიშნული პროგრამა.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.
Print

« იხ. ყველა სიახლე