2011-10-26
კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტის სამაგისტრო სტიპენდია 2011/2012 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრატურის პირველი კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის კადისის უნივერსიტეტში ერთი წლით სწავლის უფლების მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია სამაგისტრო პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები და საემიგრაციო პოლიტიკა.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური და ესპანური ენების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური და ესპანური ენების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- ბიოგრაფია/CV (ქართულ და ესპანურ ენებზე)
- მოტივაციის წერილი (ესპანურ ენაზე)
- რეკომენდაცია
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- ბაკალავრის დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი
- სასურველია ესპანური ან/და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- პასპორტის ასლი
კადისის უნივერსიტეტი გაცვლით სტუდენტს ათავისუფლებს სწავლების გადასახადისაგან. ესპანეთში ყოფნის ყველა სხვა ხარჯი (ბინა, კვება, მგზავრობა და სამედიცინო დაზღვევა) უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 16 ნოემბრის 12 საათი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237).
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!
« იხ. ყველა სიახლე