2016-09-28
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში, რუმინეთი http://www.uaic.ro/en/
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის
მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე,
მაგისტრატურის
პირველი და მეორე,
დოქტორანტურის
პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და
აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს
შემდეგი მიმართულებებიდან:
სტუდენტები
: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
აკადემიური პერსონალი
: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
ადმინისტრაციული პერსონალი:
ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია
განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 5 ნოემბრამდე შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით:
https://erasmusplus.uaic.ro/
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ იაშის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით; სააპლიკაციო ეტაპზე ივსება დოკუმენტის მხოლოდ პირველი გვერდი) დანართი 1
- ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
- მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
- მაგისტრის დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - IELTS, TOEFL, FCE ან/და ა/წ 12 ოქტომბერს დაგეგმილი* ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების შედეგად გაცემული ცნობა)
- შევსებული დეკლარაცია (დოკუმენტი სავალდებულოა ყველა აპლიკანტისთვის) დანართი 2
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი/მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
750 ევრო ყოველთვიურად + საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
140 ევრო დღიურად + საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი; 5 დღე
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
* 2016 წლის 12 ოქტომბრის ენის ტესტირებაზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული:
/ge/government/administration/departments/pr/news/9vfpl-dCZKf0bfb-l/
« იხ. ყველა სიახლე