დამატებითი ენის ტესტირება 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის თსუ უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის!
Erasmus+ და თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში (ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში) მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს ა/წ 3 ოქტომბერს ორგანიზებულ ინსტიტუციონალურ ენის ტესტირებაზე დარეგისტრირება, 2017 წლის
6 ოქტომბრის 16:00 საათამდე უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmus_test@tsu.ge.
მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური.
მეილის ტექსტში მიუთითეთ საკონტაქტო მობილურის ნომერი.
ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს!
ტესტირება გაიმართება
2017 წლის 9 ოქტომბერს 14:30-სთ.ზე თსუ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
ტესტირებაზე აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.