2019-04-24
ცხადდება კონკურსი თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) სტიპენდიების მოსაპოვებლად!
ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) სტიპენდიები თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ შვიდივე ფაკულტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V, VI სემესტრის, მაგისტრატურის I და II სემესტრის და დოქტორანტურის საფეხურის I, II, III, IV, V სემესტრის სტუდენტებს, რომლებიც მინიმუმ B2 დონეზე ფლობენ გერმანულ ენას (გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი დოქტორანტები).
1.
სამთვიანი სასწავლო სტიპენდია (BA/MA):
• მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (მინიმუმ სამი თვე)
• სტიპენდიის ხანგრძლივობა: სამი თვე
• სტიპენდიის მოცულობა: 650 ევრო (ყოველთვიურად)
2.
მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდიები (PhD)
• სტიპენდიის ხანგრძლივობა: ორი კვირა
• სტიპენდიის მოცულობა: 200 ევრო და უფასო საერთო საცხოვრებელი
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
• დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
• გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 24 მაისის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
• პასპორტის ასლი;
• CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ /გერმანულ ენაზე);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
• ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
• სამოტივაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
• ერთი რეკომენდაცია (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე);
• გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან 2019 წლის 13 მარტი ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული საერთაშორისო სერტიფიკატი (B2) დონე);
• შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი (მინიმუმ 20 კრედიტი), კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით; დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ სემესტრულ სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველი სტუდენტებისთვის)
დანართი 1;
• დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან - მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
• დიპლომის და დიპლომის დანართი (ეხებათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს).
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. სემესტრული მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
« იხ. ყველა სიახლე