2016-03-30
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებისა და აკადემიური /ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რენის გამოყენებით მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი) www.insa-rennes.fr/
შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა:
კომპიუტერული მეცნიერებები (ფრანგულენოვანი/ინგლისურენოვანი)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი/მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 11 აპრილის 17 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/თსუ-ს ინსტიტუციური ტესტირების შედეგი (2015 წლის 15 ოქტომბერი/17 ნოემბერი ან/და 2016 წლის 2 მარტი)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
- პერსონალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- სამუშაო გეგმის მონახაზი (ფრანგულ/ინგლისურ ენაზე)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
- 10 თვე (1 აკადემიური წელი)
პერსონალი:
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
- 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
პერსონალი:
- 140 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება (ლიმიტი 530 ევრო)
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
« იხ. ყველა სიახლე