ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-14

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ორადეას უნივერსიტეტში (რუმინეთი)!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ ნეცბუერევათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე , მეოთხე , მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი :

Ø დოკუმენტაციის შემოწმება ( თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი )

Ø გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან ( თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი )

Ø საბოლოო შერჩევა / სტიპენდიის მინიჭება ( მასპინძელი უნივერსიტეტი ) დაინტერესებულმა სტუდენტებმა /   20 თებევრლის 1 2 :00 საათამდე   უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში ) შემდეგ ელ - ფოსტაზე :

outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი :

Ø პასპორტის ასლი

Ø ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული )

Ø ნიშნების ამონაწერი ( ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული , GPA- ის მითითებით )

Ø CV- ევროპული ფორმატი ( ინგლისურ ენაზე , არაუმეტეს ორი გვერდისა )

Ø მოტივაციის წერილი ( ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე , არაუმეტეს ერთი გვერდისა )

Ø ერთი რეკომენდაცია ( ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე )

Ø  ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ( 201 9 წლის 13 მარტს ან 2019 წლის 1 -2 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალურ  ტესტირები  ჩაბარების დამადასტურებელი ნობა ან / და მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები - მინიმუმ B2 დონე ; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე )

Ø შევსებული სასწავლო ხელშეკრულება ( შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ - გვერდი , მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების  ჩამონათვალი კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი ( ივსება მხოლოდ პირველი გვერდი ), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით / ბეჭდით ) დანართი 1

იხ. ინგლისურენოვანი განცხადება ( ENG Announcement)

სტიპენდიის ხანგრძლივობა :

ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი )

დამატებითი ინფორმაცია :

-     შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და   საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები !!!

-     დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ - ფოსტის საშუალებით : outgoingmobility@tsu.ge ;

-   რეგისტრაციის ან აპლიკაციის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ . ფოსტის მისამართზე : mobility@tsu.ge ;

-      უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში   ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება . მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება , როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად , სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია !

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე