2019-01-30
კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში!
ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ პერსონალის საერთაშორისო კვირეულზე დასასწრებად (20-24 მაისი, 2019)კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი მიმართულებებიდან:
სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, მედია - 8 საათიანი სალექციო დატვირთვა
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობა - სამუშაო შეხვედრები
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი1 - სოციოლოგიის, ჟურნალისტიკის, მედიის მიმართულების პროფესორებისთვის
შევსებული სამუშაო გეგმა (თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული): დანართი2 - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობისთვის
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკონტაქტო პირი: საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი, კრისტინ ბუდინი, christine.boudin@fh-kiel.de )
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 18 თებერვლის 11:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე