2018-09-20

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში , იტალია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის  საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე,  მაგისტრატურის  პირველი და მეორე,  დოქტორანტურის  პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ინგლისური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია, ამერიკისმცოდნეობა. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა!


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  2018 წლის 15 ოქტომბრის 16:00 საათამდე  გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:outgoingmobility@tsu.ge !

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა  
პასპორტის ასლი 
პირადობის მოწმობის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2018 წლის 9 ოქტომბერი ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ინგლისური ან იტალიური ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2) დონე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდითა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით)  დანართი 2
მასპინძელ უნივერსიტეტში განსახორციელებელი კვლევის აღწერა/work plan (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე; არაუმეტეს 2 გვერდისა; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრატურის დიპლომი და დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)

შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს: 
უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 360 ევრო).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 

დამატებითი ინფორმაცია: 

-დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე -  დანართი 3 .
-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge ;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში”  ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ:  თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!
Print

« იხ. ყველა სიახლე