2017-10-04

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, იტალია!

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად  ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, იტალია www.unive.it

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრატურის  პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: არქეოლოგია, ახალი და უახლესი ისტორია, ფილოსოფია, ანგლისტიკა, რომანული ფილოლოგია (იტალიური ფილოლოგიის მოდული).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ან  იტალიური ენების                        B2 დონეზე ცოდნა!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
  • პასპორტის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი/ცნობა - 2017 წლის 3 ან 9 ოქტომბერი)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ  ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდითა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით) დანართი 2
  • ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
  • არსებობის შემთხვევაში: სოციალურ/ეკონომიკური პრობლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და დამოწმებული)

შესარჩევი პროცესი:
  • დოკუმენტაციის შემოწმება/გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს: 

850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 360 ევრო).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2017/2018 წლის გაზაფხულის სემესტრი 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!! 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2017 წლის 18 ოქტომბრის 16 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmusplus@tsu.ge

დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე - დანართი 3 .
Print

« იხ. ყველა სიახლე