საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის 2015/2016 აკადემიური წლისთვის, ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
- GPA 3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი № 204)
უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბაკალავრის დიპლომის ასლი;
- CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა:
2015 წლის 26 იანვარი, 18:00 საათი.
ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებ–გვერდს:
http://hum.leiden.edu/prospective-students/master/masterlist.html
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ: 2 25 02 12 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).