2016-09-23

ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიები იენის უნივერსიტეტში

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში (გერმანია)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრატურის  პირველი და მეორე სემესტრის,  დოქტორანტურის  პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და  აკადემიური პერსონალის  წარმომადგენლებს.

შემოთავაზებული მიმართულებები:
მაგისტრატურა:
ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, იურიდიული, ეკოლოგია, მათემატიკა
გერმანულენოვანი: 
გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, იურიდიული, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია

დოქტორანტურა:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია, იურიდიული

აკადემიური პერსონალი:
გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, არქეოლოგია, ბიოლოგია, გერმანული ენა და ლიტერატურა 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ენის ინსტიტუციური ტესტირება (მხოლოდ ენის საერთაშორისო სერთიფიკატის არმქონე სტუდენტებისთვის, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 2016 წლის 12 ოქტომბერი**)
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა  ა/წ 10 ნოემბრის 16 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი 
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
გერმანული/ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან/და 2016 წლის 12 ოქტომბერს თსუ-ში ჩაბარებული ენის ტესტის დამადასტურებელი ცნობა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სავალდებულოა მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის; შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
საკვლევი გეგმის მონახაზი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის; მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)

აკადემიური პერსონალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე; დოკუმენტს ამოწმებთ ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით/ბეჭდით)  დანართი 2
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია)

სტიპენდიის ხანგრძლივობა: 

სტუდენტები: 
მაგისტრები: ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)
დოქტორანტები: 3-6 თვე (2016/2017 წლის შემოდგომის/გაზაფხულის სემესტრი)
აკადემიური პერსონალი: 
მობილობის დღეების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან მოლაპარაკების საფუძველზე 

სტიპენდია მოიცავს: 
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
პერსონალი: დღიური სტიპენდია 120 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

*იენის უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას. 

** 2016 წლის 12 ოქტომბრის ენის ტესტირებაზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული: 
/ge/government/administration/departments/pr/news/9vfpl-dCZKf0bfb-l/
Print

« იხ. ყველა სიახლე