2016-09-26
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია) http://www.uniroma1.it/
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.
შემოთავაზებული მიმართულებები:
სტუდენტები:
ინგლისურენოვანი: დანართი 1
იტალიურენოვანი: დანართი 2
აკადემიური პერსონალი:
ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი:
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ბიზნესი, იურიდიული, მედიცინა, განათლების მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ადმინისტრაციული პერსონალი:
ინგლისურენოვანი/იტალიურენოვანი:
პერსონალის მართვა, საგარეო ურთიერთობები
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 10 ოქტომბრის 18 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ/იტალიურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- ინგლისური/იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (იტალიურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა) ან/და 2015/2016 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ დანართი 1 და დანართი 2, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 3
- ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
- მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
- საკვლევი გეგმის მონახაზი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე)
- მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ/იტალიურ ენაზე; დოკუმენტს ამოწმებთ ფაკულტეტის დეკანის/დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით/ბეჭდით):
აკადემიური პერსონალი: დანართი 4
ადმინისტრაციული პერსონალი: დანართი 5
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
მობილობის დღეების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ხდება მასპინძელ უნივერსიტეტთან მოლაპარაკების საფუძველზე (სავარაუდო მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე)
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები
: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
პერსონალი:
დღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
* რომის საპიენცას უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
« იხ. ყველა სიახლე