2014-10-29

ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები თსუ-ს სტუდენტებისათვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს
III, IV, V სემესტრის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის I სემესტრის სტუდენტებისათვის
2015/2016 სასწავლო წლის (შემოდგომის სემესტრი)
ინგლისურენოვანი სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად


საბაკალავრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
  • ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.ut.ee);
  • ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები (www.lu.lv);
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (www.vu.lt);
  • კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები (www.uniba.sk);
  • ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები. (www.euv-frankfurt-o.de/en);
  • ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა) 
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტები (www.vdu.lt/en);
  • პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.cuni.cz/UKENG-1.html);
  • მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები  (http://www.muni.cz) ;
  • ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები http://iso.uni.lodz.pl/

სამაგისტრო სტიპენდიები სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
  • ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
    ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები (www.iro.uw.edu.pl)
  • ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტები  http://iso.uni.lodz.pl/

წერით ეტაპზე დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე:


შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – ინგლისური ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება

კონკურსის I ეტაპი (ტესტირება) გაიმართება 2014 წლის 14 ნოემბერს 16:30 საათზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11)
აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის მოწმობა!


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 12 ნოემბერი 12 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12, ელ-ფოსტა: lela.katsadze@tsu.ge ).

შენიშვნა: დაგვიანებული განცხადება არ მიიღება!
პირველი ეტაპის შედეგები და მეორე ეტაპზე დაშვებული სტუდენტთა სია გამოქვეყნდება თსუ-ს ვებ-გვერდზე!

Print

« იხ. ყველა სიახლე