ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-01-14

პრაქტიკული თურქული ენის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

2015 წლის 23 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით ათათურქის უნივერსიტეტი (ქ.   ერზურუმი) ორგანიზებას უწევს პრაქტიკული თურქული ენის მეექვსე ზამთრის სკოლას, რომლის წარმატებით  დასრულების შემდეგ სტუდენტები დააგროვებენ 3 კრედიტს.
    ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღების საშუალება ეძლევა თსუ-ს ორ სტუდენტს, რომლებიც სწავლობენ თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ან არჩეული აქვთ თსუ ენების ცენტრის მიერ შეთავაზებული თურქული ენის სასწავლო კურსი.
    სწავლის, კვებისა და საცხოვრებელ ხარჯებს ანაზღაურებს მასპინძელი მხარე, მგზავრობის თანხას იხდის სტუდენტი.    
    კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში 23 იანვრის ჩათვლით 17.00 საათამდე. რეგისტაციისას კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:


საკონკრსო დოკუმენტაციას ჩაიბარებს ასოცირებული პროფესორი ელისაბედ ბჟალავა
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი №121
Print

« იხ. ყველა სიახლე