2016-02-26
თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის!
საგარეო ურთიერთობის
დეპარტამენტი აცხადებს კონკურს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის 2016/2017 აკადემიური წლისთვის,
ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
GPA 3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი);
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული,ოთახი № 204) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ბაკალავრის დიპლომის ასლი;
- CV (ინგლისურ ენაზე, Euro pass-ის ფორმატით);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებ–გვერდს
.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ: 2 25 02 12 (თსუ მეორე კორპუსი,მეორე სართული, ოთახი 204).
« იხ. ყველა სიახლე