2011-10-18

სასწავლო კურსი დემოგრაფიის სფეროში ქართველი სპეციალისტებისათვის

კაიროს დემოგრაფიის ცენტრი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი აწყობს სასწავლო კურსს ქართველი სპეციალისტებისათვის დემოგრაფიის სფეროში.

პროგრამა გაგრძელდება 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე. სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეს გადაეცემა შემდეგი დიპლომები:

1. დიპლომი დემოგრაფიის სფეროში;

2. სპეციალური დიპლომი მოსახლეობისა და განვითარების სფეროში;

3. მაგისტრის დიპლომი;

დიპლომის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს;

2. სლულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას (სასწავლო კურსი მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე);

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმები და CV-ები თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (მეორე კორპუსი, ოთახი №237)

წარდგენილ კანდიდატთა შორის აღნიშნული კურსის მონაწილეს შეარჩევს ეგვიპტის საელჩო.

დანართის სახით იხილეთ სააპლიკაციო ფორმა.
Print

« იხ. ყველა სიახლე