2016-02-09
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 სემესტრის, მაგისტრატურის მე-2 სემესტრის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორებს.პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა აპლიკანტი იყოს საქართველოს მოქალაქე და ქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ვთხოვთ, ა/წ 10-24 თებერვლის ჩათვლით თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში წამოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
სტუდენტებმა:
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და
ნოტარიულად დამოწმებული) -2 ეგზემპლარი
• ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან (GPA მითითებით) - Transcript of records (ინგლისურ ენაზე) - 2 ეგზემპლარი
• CV (ევროპასის ფორმატში)-2 ეგზემპლარი
• პასპორტის ასლი
• ინგლისური/თურქული ენის (B2) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტუდენტებმა, რომლებმაც 2015 წლის 15 ოქტომბერსა და 17 ნოემბერს გაიარეს B2 დონის ტესტირება ერაზმუს მუნდუსისა და ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამებისთვის და გადალახეს მინიმალური ზღვარი (71 ქულა) შეუძლიათ წარმოადგინონ აღნიშნული ცნობა)
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა №1 (Student Application Form/ Öğrenci Başvuru Formu ), რომელზეც განთავსებული იქნება ფოტოსურათი - 2 ეგზემპლარი
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა №2 (Candidate Student Application Form/ Aday Öğrenci Başvuru Formu ), რომელზეც განთავსებული იქნება ფოტოსურათი - 2 ეგზემპლარი
• სასწავლო ხელშეკრულება (Learning Protocol/ Öğrenim Protokolü ) ხელმოწერილი შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურისა და აპლიკანტის მიერ - 3 ეგზემპლარი
პროფესორ-მასწავლებლებმა:
• CV (ევროპასის ფორმატში, შესაბამის სფეროში წაკითხული სალექციო კურსების,გამოქვეყნებული პუბლიკაციების, პროექტების/გრანტების მითთებით) - 2 ცალი
• პასპორტის ასლი
• ინგლისური/თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა №1 (Academic Staff Mobility Programme/ Öğretim Elemanı Hareketlilik Programı ) - 2 ცალი
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა №2 (Academic Staff Application Form/Öğretim Elemanı Bilgi Formu ) - 2 ცალი
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული .
სტიპენდიების რაოდენობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული .
რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ პროფესორ ელისაბედ ბჟალავას
მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, პირველი კორპუსი, ოთახი # 121
ელ.ფოსტა: mevlana@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე