2014-12-19
პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მაგისტრატურის I, II, III, IV სემესტრის აქტიური სტუდენტებისათვის პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოყოფილ ორწლიან, ინგლისურენოვან სრულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სასწავლებლად.მაგისტრატურის ის სტუდნტები ვისაც დაგროვილი აქვთ 90 კრედიტზე ნაკლები, განაცხადს გააკეთებენ სამაგისტრო სტიპენდიაზე; ხოლო ის სტუდენტები ვისაც დაგროვილი აქვს 90 კრედიტი ან მეტი, განაცხადს გააკეთებენ სადოქტორო პროგრამაზე.
სტიპენდიები გაიცემა შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად:
- Chemical engineering and technology;
- Control science and engineering;
- Information and communication engineering;
- Mechanical engineering;
- Electronics science and technology;
- Software engineering;
- Chemistry;
- Computer science and technology.
მიმღები ინსტიტუტი ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- სწავლის გადასახადი;
- დაზღვევა;
- სტუდენტური საცხოვრებელი;
- კვების ხარჯები;
- სასწავლო მასალების ხარჯები;
- რეგისტრაციის მოსაკრებელი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მე-2 კორპუსი, ოთახი № 204).
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
- აკადემიური რეზიუმე Europass ფორმატში (ინგლისურად);
- მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა, font: times new roman, spacing: 1.5, margins: 2.5cm);
- მაგისტრატურის საფეხურის სასწავლო ბარათი GPA-ის მითითებით;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცლითურთ;
- აკადემიური რეკომენდაციის წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
- ერთი ბიომეტრული ფოტო;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკაცის ასლი: TOEFL (მინიმალური ქულა 79 IBT) ან Academic IELTS (მინიმალური ქულა 6).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რომელთაც არა აქვთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საეთაშორისო სერტიფიკატი, უნდა დაწერონ თსუ საგამოცდო და ენების ცენტრების მიერ ორგანიზებული ინსტიტუციური ტესტი (B2) (ტესტირების ჩატარების ზუსტი დრო და თარიღი ელექტრონული ფოსტით ეცნობება კონკურსზე დარეგისტრირებულ ყველა სტუდენტს).
ის აპლიკანტები, რომლებიც გადალახავენ ენის ცონდის მინიმალურ ზღვარს (B2), მოწვეული იქნებიან შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის მარტის თვის დასაწყისში; გასაუბრების ზუსტი თარიღი, დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტორნული ფოსტით.
სააპლიკაციო პაკეტი მიიღება 2015 წლის 20 თებერვლის 17 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, წერილობით დაუკავშირდით ლელა კაცაძეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე lela.katsadze@tsu.ge
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განცხადება არ მიიღება!
« იხ. ყველა სიახლე