ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-03-16

სამეცნიერო გრანტი კა’ფოსკარის უნივერსიტეტში (იტალია) თსუ პროფესორ–მასწავლებლებისათვის!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი 2010-2011 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტების პროფესორ–მასწავლებლებისათვის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში  სამეცნიერო გრანტის მოსაპოვებლად. (www.unive.it)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იტალიური ან ინგლისური ენის  ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
კანდიდატების შერჩევა მოხდება სააპლიკაციო დოკუმენტაციისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. მიმღები უნივერსიტეტი ქართველ პროფესორებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინითა და კვების ტალონით.

     !!! მომსახურების პაკეტში არ შედის მგზავრობის ღირებულება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

     განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტის 12 საათი.  დაგვიანებული ან/და არასრული აპლიკაციები არ მიიღება!!!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს;  თსუ II კორპუსი, ოთახი 154. ტელ: 25 02 12


თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
Print

« იხ. ყველა სიახლე