2010-01-12
ინდოეთის რესპუბლიკის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის
ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭომ (ICCR) და ინდოეთის საერთო კულტურული სტიპენდიების პროგრამამ (GCSS) საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყო ორი ადგილი ინდოეთის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2010-2011 სასწავლო წლისთვის.
საბაკალავრო პროგრამაზე განაცხადის შესატანად საჭიროა პრეტენდენტს დამთავრებული ჰქონდეს საშუალო სკოლა და ფლობდეს ინგლისურ ენას. სამაგისტრო პროგრამაზე კი პრეტენდენტი უნდა ფლობდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს და ინგლისურ ენას.
დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ინდოეთის საელჩოს ერევანში. მათი საკონტაქტო მონაცემებია:
ტელ: 00-374-10 539173/4/5, ფაქსი: 00-374-10-533984/539170;
ელ- ფოსტა: amb_office@embassyofindia.am

« იხ. ყველა სიახლე