2018-10-09
კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუნდის უნივერსიტეტში!
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი).კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებიდან: ნევროლოგია/ნეირომეცნიერება.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 18 ოქტომბრის 15:00 საათამდე !
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TOEFL, IELTS, 2017/2018 სასწავლო წელს ან 2018 წლის 9 ოქტომბერს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი (ინგლისურ ენაზე)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
მაგისტრის დიპლომი
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).
დამატებითი ინფორმაცია:
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
« იხ. ყველა სიახლე