2011-12-09
ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯის (ნორვეგია) სტიპენდიები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში ორი ერთწლიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულია საბაკალავრო პროგრამა: საერთაშორისო ბიზნესი.
კონკურსზე დაიშვებიან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტები, რომელთაც გავლილი აქვთ დანართში მოცემულ საგანთა უმეტესობა.დანართი
International Office
Ostford University College
Os Allé 9, N-1757 Halden
Norway
Tel: +47 6921 5000
ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯი შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით დაბინავებისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.
შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია მიმღებ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნამდე რეგისტრაცია გაიარონ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში!
კონკურსზე დაიშვებიან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტები, რომელთაც გავლილი აქვთ დანართში მოცემულ საგანთა უმეტესობა.დანართი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო პაკეტი უნდა გადააგზავნონ მიმღებ უნივერსიტეტში მისამართზე:
Ms.Ellen Hoy-PetersenInternational Office
Ostford University College
Os Allé 9, N-1757 Halden
Norway
Tel: +47 6921 5000
- ელექტრონულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა
- CV (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე, ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
- აკადემიური მოსწრების ფურცელი ფაკულტეტის დეკანატიდან (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე, ნოტარიალურად დამოწმებული)
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმალური ზღვარი: TOEFL 525; IELTS 6.0)
- პასპორტის ასლი
- 2 ფოტო (3/4)
ოსტფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯი შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით დაბინავებისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია მიმღებ უნივერსიტეტში უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 2012 წლის
1 თებერვლისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–გვერდი: www.hiof.no/eng/english/home?lang=eng და მიმართეთ ანი ჭელიშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 237). შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ განიხილება!
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია მიმღებ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნამდე რეგისტრაცია გაიარონ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში!
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიმღებ უნივერსიტეტში გაგზავნის მსურველებმა გაითვალისწინეთ საფოსტო მომსახურების ვადები.
« იხ. ყველა სიახლე