თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს 2010/2011 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზე:
იენის უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარული მეცნიერებათა; იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები
(www.uni-jena.de
)
გისენის უნივერსიტეტი – იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის მიმართულება
(www.uni-giessen.de
)
პოტსდამის უნივერსიტეტი – სოციალურ და პოლიტიკურ; ზუსტ და საბუნებისმეტყველო; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; იურიდიული; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები
(www.uni-potsdam.de
)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
-
სააპლიკაციო ფორმა (იენის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა; გისენის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა)
-
ბიოგრაფია/CV (ქართულ და გერმანულ ენებზე, მხოლოდ პოტსდამის უნივერსიტეტის სტიპენდიისათვის)
-
აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
-
ერთი რეკომენდაცია (ქართულ და გერმანულ ენებზე)
-
სასურველია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
-
ორი ფერადი ფოტო–სურათი ზომით 3/4
-
პასპორტის ასლი
-
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2010 წლის 8 აპრილის 12 საათი
(თსუ II კორპუსი, ოთახი 154, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი)
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – გერმანული ენის ტესტი (B2 დონე); II ეტაპი – გასაუბრება
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი