ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-25

ლაიდენის უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის, 2014/2015 აკადემიური წლისთვის ლაიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კონკურსში სტუდენტის დაშვების წინაპირობაა:
– GPA 3,2–4.0 (ბაკალავრიატის მონაცემი)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი – IELTS 6,5.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204) უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
–ბაკალავრიატის დიპლომის ასლი
–CV (ინგლისურ ენაზე)
–მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
–ცნობა მაგისტრატურაში სწავლის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
–ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2013 წლის 10 დეკემბერი
ლაიდენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამების გასაცნობად ეწვიეთ ვებ–გვერდს:
http://hum.leiden.edu/prospective-students/master/masterlist.html

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს. ტელ: 2 25 12 02 (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).

Print

« იხ. ყველა სიახლე