2010-05-13

ფონდი ღია საზოგადოების კონკურსი

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" - ს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე კვლევების ჩასატარებლად.

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა დახმარებას უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და მის ლიდერებს, მოქალაქეთა მობილიზებაში საერთო პრობლემების გამოკვეთისა და გადაჭრის;   შეჭირვებული ფენების ინტერესების დაცვის;   მოქალაქეების წინაშე   სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის და სახელმწიფო სექტორის მმართველობის გაუმჯობესების, მიზნით.   ბოლო წლებში პროგრამა შემდეგი მიმართულებით მუშაობდა: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება, რეგიონული და ევროპული ინტეგრაცია, სამოქალაქო განათლება და სამოქალაქო ინტეგრაცია.


ვლევის თემები:


1. არასამთავრობო ორგანიზაციები 

2. მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფები 

3. ახალგაზრდობა 


მონაწილეობის პირობები:

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, კვლევით ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან და საქმიანობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე კვლევის ჩატარების გამოცდილება. კონკურსში მონაწილეობის მიღება დაშვებულია აკადემიური ინსტიტუტებისათვის,   იმ პირობით, რომ მათი პროექტი უშუალოდ შეეხება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.  


გთხოვთ იხილოთ: დანართი
Print

« იხ. ყველა სიახლე