2017-11-07
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იენის უნივერსიტეტში
(გერმანია).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.
შემოთავაზებული მიმართულებები:
ბაკალავრიატი:
ინგლისურენოვანი:
ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება.
გერმანულენოვანი:
ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა და ლიტერატურა, სოციოლოგია, იურიდიული, ბიოლოგია, ეკოლოგია, მათემატიკა, ქიმია.
მაგისტრატურა:
ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, იურიდიული, ეკოლოგია, მათემატიკა.
გერმანულენოვანი:
გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, არქეოლოგია, იურიდიული, ისტორია, სოციოლოგია, ფილოსოფია, გეოგრაფია.
დოქტორანტურა:
გერმანულენოვანი, ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, გერმანული ენა და ლიტერატურა, კავკასიური და სლავური ენები, ბიოლოგია, ანგლისტიკა, ამერიკისმცოდნეობა, არქეოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია, იურიდიული.
აკადემიური პერსონალი:
გერმანულენოვანი, ინგლისურენოვანი:
საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, არქეოლოგია, ბიოლოგია, გერმანული ენა და ლიტერატურა, ანგლისტიკა, კავკასიური და სლავური ენები.
ადმინისტრაციული პერსონალი:
გერმანულენოვანი, ინგლისურენოვანი:
ცენტრალური ადმინისტრაცია
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა
ა/წ 29 ნოემბრის 12:00 საათამდე
უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (B2 დონე) ან/და 2017/2018 სასწავლო წელს (3 ან 9 ოქტომბერი) თსუ ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (სავალდებულოა მხოლოდ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის; შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი და დანართი (ქართულ და ინგლისურ ენაზე, მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი და დანართი (ქართულ და ინგლისურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
საკვლევი გეგმის მონახაზი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის; ელ-ფოსტით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე)
სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე)
მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე; დოკუმენტს ამოწმებთ ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით/ბეჭდით) აკადემიური პერსონალი:
დანართი 2
; ადმინისტრაციული პერსონალი:
დანართი 3
დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ელ-ფოსტით მიღებული თანხმობაც საკმარისია)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
5 თვე (1 სემესტრი)
აკადემიური პერსონალი:
სავარაუდო ხანგრძლივობა: 12 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი:
სავარაუდო ხანგრძლივობა: 14 დღე
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
პერსონალი: დღიური სტიპენდია 120 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო დაზღვევის მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო)
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
*იენის უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
« იხ. ყველა სიახლე