ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-26

თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლეიდენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია)!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ლეიდენის უნივერსიტეტში:

http://www.universiteitleiden.nl/en

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: საერთაშორისო ურთიერთობები, არქეოლოგია, ისტორია, თეოლოგია, ფილოსოფია.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა  ა/წ 1 აპრილის 14:00 საათამდე  უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 530 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
Print

« იხ. ყველა სიახლე