2018-02-19
ერაზმუს პლიუსის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!
2017/2018 და 2018/2019 სასწავლო წლისთვის ერაზმუს პლიუსის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, B2 დონის ინსტიტუციონალურ ენის ტესტირებაზე დასარეგისტრირებლად 2018 წლის 19 თებერვლიდან 6 მარტის დღის 12 საათამდე უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmus_test@tsu.ge .*მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური და ესპანური.
მეილის ტექსტში მიუთითეთ საკონტაქტო მობილურის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, ფაკულტეტი, სწავლის საფეხური და პირადი ნომერი.
ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე** სემესტრის სტუდენტებს!
ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ ბაკალავრიატის მეშვიდე სემესტრის იმ სტუდენტებს, რომლებიც აპირებენ რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის (INSA) პროგრამაში მონაწილეობას!***
ტესტირება გაიმართება 2018 წლის 12 მარტს 10:00-ზე თსუ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
ტესტირებაზე აუცილებლად იქონიეთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!
*დასტურს მიიღებთ ელ-ფოსტის საშუალებით.
**სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ ენის ტესტზე დარეგისტრირებას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
***კომპიუტერული მეცნიერების ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ INSA რენზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში ჩააბარონ B1 დონის ტესტირება ფრანგულ ენაში.
« იხ. ყველა სიახლე